PCS – პროფესიონალური კონტროლი და უსაფრთხოება

თქვენი სანდო პარტნიორი ელექტრო ინსპექციებსა და უსაფრთხოების სისტემებში

English | ქართული

რას გთავაზობთ

ჩვენ გთავაზობთ დაბალი ძაბვის ხაზების, გამანაწილებელი მოწყობილობების, დამიწებისა და მეხამრიდის სისტემების, ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის, ქსელური კაბელირებისა და გაყვანილობის მონტაჟს, ინსპექტირებასა და ტექნიკურ მომსახურებას, მათ შორის დაკაბელების ხარისხის შემოწმებას.

ასევე ვამონტაჟებთ და ვმართავთ უსაფრთხოების სისტემებს, როგორიცაა შეღწევადობის სიგნალიზაცია, წვდომის კონტროლი, ვიდეო მეთვალყურეობა, ავტომატური ბარიერები და ტურნიკეტები.

ელექტრო უსაფრთხოების მნიშვნელობა

ელექტრო უსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერ სამუშაო გარემოში, სადაც ელექტროენერგია ყოველდღიური საქმიანობის ძირითადი ნაწილია. მისი დაცვა ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, დაიცვან თანამშრომლები, შეუფერხებლად განახორციელონ საქმიანობა და თავიდან აიცილონ უბედური შემთხვევები.

ელექტრო უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი ელემენტია შესაძლო საფრთხეების გაცნობიერება და მათი მართვა.

გთავაზობთ ძირითადი საფრთხეების სიას:

ელექტრო უსაფრთხოება ქსელური კაბელები

პერიოდული ინსპექციები და ტექნიკური მომსახურება აუცილებელია სისტემების ოპტიმალურ მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის და უსაფრთხოების სტანდარტების შესასრულებლად.

PCS-ის ინსპექცია და ტექნიკური მომსახურება

ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის მნიშვნელობა

ხანძრის სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ხანძრის რისკის მართვისთვის. ის იცავს სიცოცხლეს, ამცირებს ქონებრივ ზარალს და მოიცავს სხვა მრავალი სარგებელსაც.

ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაცია საჭიროებს რეგულარულ მოვლასა და მონიტორინგს, რათა სრულფასოვნად შეასრულოს თავისი ფუნქცია. ხანძრის დროული აღმოჩენა არა მხოლოდ იცავს სიცოცხლეს, არამედ ამცირებს ზარალს. სისტემის გაუმართაობა მხოლოდ სრული ტესტირების საშუალებით შეიძლება აღმოაჩინოთ.

ხანძრის სიგნალიზაცია
ტესტირების პანელი

ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის სისტემის შემოწმება მოიცავს:

  • საკონტროლო პანელების ვიზუალურ და ფუნქციურ ტესტირებას
  • ძირითადი და სარეზერვო კვების წყაროების შემოწმებას
  • ხელით გასააქტიურებელი ღილაკების ტესტირებას
  • სიგნალიზატორებისა და შეტყობინების მოწყობილობების შემოწმებას
  • კვამლის, სიცხისა და CO დეტექტორების ტესტირებას სპეციალიზებული ტესტერით

ტესტირებისთვის აუცილებელია მხოლოდ მწარმოებლის მიერ დამტკიცებული ხელსაწყოების გამოყენება. ხანძრის დეტექტორი დამონტაჟებულია სიცოცხლის დასაცავად, ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ მასთან შეხებაში მყოფი ყველა მოწყობილობა იყოს სანდო, დამოწმებული და გარანტირებულად უსაფრთხო დეტექტორისთვის.

დამიწების მნიშვნელობა

დამიწების სისტემები უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას, რადგან ავარიული მდგომარეობის დროს უზრუნველყოფენ დენის დაბალი წინაღობის მქონე გადინებას, რაც ამცირებს დაზიანების და დარტყმის რისკს.

დამიწება უზრუნველყოფს ელექტრული სისტემის სტაბილურობისთვის აუცილებელ საყრდენ წერტილს, რაც საშუალებას აძლევს ელექტრო წყაროსა და უსაფრთხოების მოწყობილობებს იმუშაონ გამართულად

თუ დამიწება არ არის შესრულებული ან არ მუშაობს სწორად, არსებობს რისკი როგორც ადამიანების სიცოცხლისთვის, ასევე ელექტრო სისტემებისა და ქონებისთვის. თუმცა, მხოლოდ დამიწების არსებობა არ არის საკმარისი სრული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად — ამისთვის აუცილებელია რეგულარული ინსპექცია.

მიწოდება

მეხამრიდის სისტემის მნიშვნელობა

მეხამრიდი

გარე მეხამრიდის სისტემის ფუნქციაა მეხის დარტყმის შეჩერება, ელექტრულად უსაფრთხო გზით გატარება და მიწაზე გაფანტვა. ასეთ სისტემის გარეშე, საფრთხე ექმნება შენობის სტრუქტურას, ელექტრონულ მოწყობილობებს და შენობაში ან მის სიახლოვეს მყოფ ადამიანებს.

მეხის დარტყმამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება ან ტრავმა. დარტყმის შედეგად წარმოქმნილი საფეხურისა და შეხების ძაბვები განსაკუთრებით სახიფათოა და შეიძლება სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

სტრუქტურული მეხამრიდის სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ მეხის დარტყმა კონტროლირებულ და უსაფრთხო გზით გადაიტანოს დამიწების სისტემაში, რითაც იცავს როგორც შენობას, ისე მასში მყოფ ადამიანებს.

ქსელური კაბელირებისა და გაყვანილობის პროფესიონალური მონტაჟის მნიშვნელობა

თუ ქსელური კაბელირება და ელექტრო გაყვანილობა სწორად არ არის შესრულებული, შესაძლებელია წარმოიშვას ხარვეზები ხმოვან და მონაცემთა კავშირში. თქვენი ქსელის ეფექტურობა დამოკიდებულია სწორად დაგეგმილ და ხარისხიანად შესრულებულ კაბელირების სისტემაზე უკვე დასაწყისიდანვე.

ქსელური კარადა ქსელური ტესტერი

PCS-ის გუნდი უზრუნველყოფს თქვენი IT ინფრასტრუქტურის ფიზიკური ქსელის სრულ მომსახურებას. კაბელირების სერვისი მოიცავს დაგეგმვას, დიზაინს, მონტაჟს და შესრულების ტესტირებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მაღალი ხარისხის და წარმატებული განხორციელება.